ჩვენი შეთავაზებები დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს

საქციო საზოგადოება „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“ (ZREPS) მეტროპოლიტენებს და სხვა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს თავაზობს შემდეგი სამუშაოების ჩატარებას:

  1. ყოფილი საბჭოთა წარმოების ყველა ტიპის ვაგონების პირველი და მეორე მოცულობის კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას;
  2. ვაგონისქვეშა ურიკების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას;
  3. მატარებლის თვალწყვილების კაპიტალურ შეკეთება-აღდგენას და ფორმირებას;
  4. წევის ძრავების სრულ კაპიტალურ შეკეთებას.

 

მეტროს ვაგონების პირველი და მეორე მოცულობის კაპიტალური შეკეთების და მოდერნიზაციის პროცესი

საქციო საზოგადოება „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“ (ZREPS) ახორციელებს ყოფილი საბჭოთა წარმოების ყველა ტიპის ვაგონის პირველი და მეორე მოცულობის კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას.

კაპიტალური შეკეთების პროგრამა მოიცავს ვაგონების ძირითადი ტექნიკური პარამეტრების აღდგენას და ამასთან ერთად მთელი რიგი კვანძების საფუძვლიან მოდერნიზაციას ტექნიკური სიახლეების დანერგვის გზით, რაც უზრუნველყოფს შემადგენლობის საიმედოობას, მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, საექსპლოატაციო ხარჯების შემცირებას და მემანქანეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ვაგონების კაპიტალური შეკეთება ტარდება „მეტროპოლიტენის ვაგონების რემონტის სახელმძღვანელოს“ (ЦМетро) მოთხოვნათა სრული შესაბამისობით და გარანტირებულია ვაგონის ყველა საექსპლოატაციო მახასიათებლის აღდგენა, შემადგენელი აგრეგატების, კვანძების, დეტალების გამართული მუშაობა ტექნიკური რეგლამენტის ფარგლებში.

საქმიანობის მთელი პერიოდის მანძილზე ქარხანა მუდმივად ცდილობს სრულყოს მოდერნიზაციის პროცესი მეტროს ვაგონმშენებლობაში არსებული ნოვაციების გათვალისწინებით. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ჩვენს მიერ შექმნილი მესამე თაობის მოდერნიზებული მატარებლები, რომელზეც დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლეები როგორც დიზაინის და ესთეტიკის თვალსაზრისით, ასევე გაუმჯობესდა ტექნიკურ-ეკონომიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები. მატარებლების ვიზუალი მოყვანილი იქნა თანამედროვე დიზაინის სრულ შესაბამისობაში.

30 წლის ასაკის ვაგონებზე ჩვენს მიერ ჩატარებული კაპიტალური შეკეთებისა და მოდერნიზაციის შემდეგ, ვაგონების საექსპლოატაციო ვადა გარანტირებულად გახანგრძლივდება კიდევ 20 წლით. ამასთან ქარხანა თავის თავზე იღებს ერთწლიან საგარანტიო მომსახურებას.

ქარხანას ასევე აქვს 50 წლიანი ასაკის მეტროს საბჭოთა ვაგონების კაპიტალური შეკეთებისა და მოდერნიზაციის პრაქტიკა და გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვაგზავნით ადგილზე შესაბამისი ლიცენზიის მქონე საინჟინრო ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ვაგონების ძარის მდგომარეობას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში ქარხანა უზრუნველყოფს მათთვის კიდევ 20-25 წლით საექსპლოატაციო ვადის გახანგრძლივებას, ასევე ერთწლიანი საგარანტიო მომსახურებით.

მემანქანის კაბინა

სათავო ვაგონზე ხორციელდება შუბლა ნაწილის დაგრძელება მეტალოკონსტრუქციით, შედეგად ვიღებთ დახრილი შუბლის მქონე არსებითად შეცვლილი შუბლის,თანამედროვე დიზაინის სათავო ვაგონს, ამასთან 0,8 მ2. იზრდება მემანქანის კაბინის სასარგებლო ფართი. მემანქანის კაბინის შუბლის ნაწილში მონტაჟდება რკინის კონსტრუქცია, მეტალოპლასტიკის ელემენტებით და მასიური საქარე მინით; ასევე საინფორმაციო და ციფრული ტაბლო მარშრუტის მაჩვენებლით; ვაგონზე ყენდება ოთხ ფარიანი, ორ კონტაქტიანი Hella ფირმის ქსენონის ნათურები, რომელიც უზრუნველყოფს გვირაბის სრულ განათებას 180 მ. დისტანციაზე.

შუბლის ნაწილში მონტაჟდება უკანა ხედვის გვერდითი სარკეები და IP ვიდეო კამერები, რომელიც მთლიანად იმართება კაბინიდან, ხოლო მემანქანის კაბინაში განთავსდება მათი ხედვის მონიტორები.

შემკვეთის მოთხოვნით, შესაძლებელია ყველა ვაგონი აღიჭურვოს ჩამწერი ვიდეოკამერებით, რომელთა მონიტორებიც დაყენებულია მემანქანის კაბინაში, რაც საშუალებას აძლევს მემანქანეს აკონტროლოს სიტუაცია ყველა ვაგონში, ასევე დაიცვას სალონი მგზავრთა მხრიდან ვანდალური მოქმედებისაგან.

შემკვეთის მოთხოვნით , ასევე შესაძლებელია კაბინაში დამატებით გაკეთდეს მარჯვენა კარი, რომელიც უზრუნველყოფს კაბინიდან უსაფრთხო გამოსვლას ავარიული სიტუაციების შემთხვევაში; მოთხოვნის შემთხვევაში ასევე მონტაჟდება კაბინის კლიმატკონტროლის სისტემა; და ახალი APC (სიჩქარის ავტომატური რეგულირების ბლოკი), მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებით– ე.წ. „ შავი ყუთი“.

კაბინაში იდგმება მექანიკურად რეგულირებადი მემანქანის მაღალი კლასის სავარძელი და მონტაჟდება თანამედროვე დიზაინის მატარებლის მართვის პულტი, რომელიც არ მოითხოვს მემანქანის გადამზადებას. მართვის პულტზე საკონტროლო გამზომი ხელსაწყოები განლაგებულია ერთიან ბლოკად; პულტზე ასევე განთავსებულია მცირეგაბარიტიანი უკონტაქტო კონტროლიორი (БКМ); მემანქანის მართვის პულტზე ასევე მონტაჟდება მარტივად სამართავი სადგურების გამოცხადების სენსორული სისტემა.

ვაგონის სალონი

სალონის ახალი ინტერიერი აღიჭურვება მაღალი ხარისხის, ძნელად აალებადი მასალებით და ანტივანდალური სავარძლებით; სალონის მაღალეფექტური განათება უზრუნველყოფილია ზედაპირის ამრეკლი ე.წ. LED განათებით; მგზავრობისათვის ხელსაყრელი პირობებისთვის სალონში მონტაჟდება ორენოვანი საინფორმაციო მონიტორი მორბენალი სტრიქონით, რომელზეც ხდება სადგურების მინიშნება; სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მონიტორზე განთავსდეს სარეკლამო ვიდეო რგოლები; დამონტაჟდეს ახალი „მგზავრი-მემანქანე“ სისტემა და ვიდეო დაკვირვების კამერები; შესასვლელ კარებებთან დამატებით ყენდება დატოტვილი სახელურები, ხოლო კარებები აღიჭურვება „Camozzi” ფირმის ახალი პნევმოამძრავებით; ვაგონში ასევე მონტაჟდება USB როზეტები, მობილური ტელეფონების დასამუხტად.

ცვლილებები ძალოვან კვანძებში

რეოსტატული კონტროლიორის ЭКГ – 36 ან 39 ( ჯგუფური ელექტრო გადამრთველი) ნაცვლად, ყენდება ძაბვის რეგულატორი IGBT მოდულებზე;

ტირისტორული ბლოკის PT 300/300 ნაცვლად ყენდება ველის რეგულატორი IGBT მოდულებზე, რომელიც მუშაობს როგორც სვლის რეჟიმში, ასევე დამუხრუჭებისას;

ПКГ- 761 გადამრთველის (ჯგუფური პნევმატური კონტროლიორი) ნაცვლად ყენდება ელექტრონული გადამრთველი;
ძველი ტუტოვანი აკუმლატორების ნაცვლად ყენდება ახალი, არა მომსახურებადი აკუმლატორები, ათწლიანი მუშაობის ვადით;

ძველი დგუშიანი კომპრესორის ნაცვლად, ყენდება “Tamsan” ფირმის ხრახნიანი ცვლადი დენის ამძრავიანი კომპრესორი, თავისივე კვების ბლოკთან კომპლექტით;

ძველი სისრტემის სწრაფმომქმედი БВ ამომრთველის ნაცვლად, ყენდება ახალი ტიპის სწრაფმომქმედი ამმომრთველი;

ხორციელდება რელეების ყუთის ЯР-13 სრულყოფა, რომელშიც მონტაჟდება მცირეგაბარიტიანი და უფრო საიმედო РЭП -26 ტიპის რელეები;

ძალოვანი გამწევის სამართავად, ყენდება ძალოვანი ამძრავის მართვის ბლოკი;

25 %-ით მცირდება გამშვებ-სამუხრუჭე წინაღობების ელემენტების რაოდენობა გაშვება-დამუხრუჭების სისტემაში, რაც დადებითად მოქმედებს მათ გაგრილებაზე.

მოდერნიზაციის ჩატარების შედეგად:

მკვეთრად უმჯობესდება მატარებლების შემადგენელი კვანძებისა და ნაწილების საიმედოობა;

იზრდება სამუხრუჭე ხუნდებისა და თვალწყვილების მუშაობის რესურსი;
მინიმუმამდე დაიყვანება არაგეგმიური სარემონტო სამუშაოები;

მნიშვნელოვნად მცირდება მეტროპოლიტენის შემადგენლობების მომსახურების დანახარჯები;

5 %-ით მცირდება ელექტროენერგიის დანახარჯები მატარებლების წევაზე;
ძირეულად იცვლება მატარებლის დიზაინი და ესთეტიკური მაჩვენებლები;
უმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი და გადაადგილების კომფორტი;
იზრდება ვაგონების საექსპლოატაციო ვადები;

ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე საქარხნო საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ წელს.

2. ვაგონის ურიკების კაპიტალური შეკეთება და მოდერნიზაცია

ქარხანა ახორციელებს ვაგონის ურიკის ჩარჩოებზე წარმოქმნილი ბზარების აღდგენას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების (საქპატენტის) ბიუროს მიერ გაცემული პატენტის (№P20146174B) ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც იძლევა „ЦМетро” ინსტრუქციით (2.7170.312001140PD) გათვალისწინებულზე მეტი სიგრძის ბზარების წარმატებულად აღდგენის შესაძლებლობას.

თბილისის მეტროპოლიტენის გარდა ქარხანაში გარემონტებული და აღდგენილ იქნა ერევნის მეტროპოლიტენის 60 ერთეული ვაგონის ურიკა. ავღნიშნავთ რომ ქარხანას არც ერთხელ არ მიუღია რეკლამაცია გარემონტებულ და აღდგენილ ურიკებზე.

შეკეთებულ ურიკებზე ასევე გაიცემა ერთწლიანი საქარხნო გარანტია.

3. მატარებლის თვალწყვილების კაპიტალური შეკეთება და აღდგენა

ქარხანას აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს თვალწყვილების ცალკეული ელემენტების კაპიტალური შეკეთება და ასევე ახალი თვალწყვილების ფორმირება T3 2510300106 ინსტრუქციის მოთხოვნათა სრული დაცვით და ერთწლიანი გარანტიით.

4. წევის ძრავების კაპიტალური შეკეთება

ქარხანა ახორციელებს მუდმივი დენის
წევის ძრავების და დამხმარე ელექტრომანქანების (დგუშიანი კომპრესორების ძრავების) კაპიტალურ შეკეთებას „ЦМетро” 3896 ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთანავე შეკეთებულ წევის ძრავებზე ამონტაჟებს გერმანული წარმოების ZK-306-6 ტიპის კარდანულ ქუროებს. აღდგენილ წევის ძრავებზე ასევე გაიცემა ერთწლიანი საქარხნო გარანტია.