ქარხნის შესახებ

კონტაქტი

ქარხნის შესახებ

სააქციო საზოგადოება „ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი (ZREPS)  დაარსდა 1996 წელს. სააქციო საზოგადოება  ახორციელებს  ყოფილი საბჭოთა წარმოების  81-717;  81-714; Ежз;  Ема    ყველა ტიპის ვაგონების პირველი და მეორე მოცულობის კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას.

კაპიტალური შეკეთების პროგრამა მოიცავს ვაგონების ძირითადი ტექნიკური პარამეტრების აღდგენას და ამასთან ერთად მთელი რიგი კვანძების საფუძვლიან მოდერნიზაციას  ტექნიკური სიახლეების დანერგვის გზით, რაც უზრუნველყოფს მატარებლის საიმედოობას, მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას, საექსპლოატაციო ხარჯების შემცირებას და მემანქანეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ვაგონების კაპიტალური შეკეთება ტარდება „მეტროპოლიტენის ვაგონების რემონტის სახელმძღვანელოს“ (ЦМетро) მოთხოვნათა სრული შესაბამისობით და გარანტირებულია ვაგონის ყველა საექსპლოატაციო მახასიათებლების აღდგენა, შემადგენელი აგრეგატების, კვანძების, დეტალების  გამართული მუშაობა ტექნიკური რეგლამენტის ფარგლებში.

მოდერნიზაციის პროცესი ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებასთან ერთად ითვალისწინებს მგზავრთა კომფორტული გადაადგილებისათვის საუკეთესო პირობების შქმნას.  სალონში მონტაჟდება შუქდიოდური განათება, საინფორმაციო მონიტორები, ანტივანდალური სკამები, მცირდება ხმაურის დონე და სხვა.

მნიშვნელოვნად უმჯობესდება მემეანქანის შრომის პირობები. მემანქანის კაბინის სასარგებლო ფართი იზრდება 0,8 კვ. მ.-ით, მონტაჟდება ფართო ხილვადობის საქარე მინა, კაბინაში მონტაჟდება ვაგონების გარე და  შიგა ხედვის მონიტორები, მართვის პულტზე გამოყენებულია სენსორული მართვის ელემენტები. გვირაბის მაღალეფექტური განათება უზრუნველყოფილია ქსენონის ნათურებით და სხვა მრავალი ნოვაციები.  მოთხოვნის შემთხვევაში მონრაჟდება მემანქანის კაბინის კლიმატური კონტროლის სისტემა.

ქარხანა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაც ხელეწიფებათ გარანტირებულად  გაუგრძელონ ძველ საბჭოთა ვაგონებს საექსპლოატაციო ვადა 50 წლამდე.  50 წლის ზემოთ ასაკის ვაგონებს, ძარის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და შესაბამისი დასკვნის შემდგომ კიდევ მრავალი წლით გაუხანგრძლივდებათ სიცოცხლის უნარიანობა, ამასთან მათი ინტერიერი და ვიზუალი მოყვანილი იქნება თანამედროვე დიზაინის სრულ შესაბამისობაში.

2018 – 2019 წლებში, მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ თბილისის მეტრო- პოლიტენში მყოფი 1976 წელს გამოშვებული საექსპლოატაციო ვადაგასული  Ема ტიპის  ვაგონების ძარის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის შედეგად, გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, ქარხანამ განახორციელა 27 ვაგონის მეორე მოცულობის კაპიტალური შეკეთება, მეორე და მესამე  თაობის მოდერნიზაციის სქემით. შედეგად თბილისის მეტროპოლიტენმა დამატებით მიიღო თანამედროვე ტექნიკური და ვიზუალური მაჩვენებლებით გამოჩეული 27 ერთეული ვაგონი, რომელთაც კიდევ 25 წლით გაუხანგრძლივდათ ექსპლოატაციის ვადა.

კაპიტალური შეკეთებისა და მოდერნიზაციის კონკრეტულ შეთავაზებებს და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ „დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის შეთავაზებათა“ თავში.

1997-2023 წლებში ქარხნის მიერ განხორციელებული იქნა  499    პირველი და მეორე დონის კაპიტალური შეკეთება, მათ შორის 323 მოდერნიზაციით. აქედან 451 შესრულებული იქნა თბილისის მეტროპოლიტენის დაკვეთით.  ერევნის მეტროპოლიტენის შეკვეთით გარემონტდა და აწყობილი იქნა 60 ცალი ვაგონის ახალი ურიკა  და 18 ერთეული სათავო ვაგონს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი მოდერნიზაციით, ხოლო ბაქოს მეტროპოლიტენისათვის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია  ჩაუტარდა 12 სათავო ვაგონს და 18 შუა ვაგონს.