81-717, 81-717.5, 81-714, 81-714.5 ტიპის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისათვის გასაწევი მომსახურების ტექნიკურ-ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერა

სამუშაოს მიზანი და დანიშნულება

მეტროს 81-717; 81-717.5; 81-714 და 81-714.5 ტიპის ვაგონების კაპიტალური შეკეთების და მოდერნიზაციის მიზანია მგზავრებისათვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული სატრანსპორტო საშუალების შეთავაზება, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლება, საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება და სალოკომოტივო ბრიგადების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. პროგრამა მოიცავს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ვაგონების ძირითადი ტექნიკური პარამეტრების აღდგენას და ამასთან ერთად მთელი რიგი კვანძების საფუძვლიან მოდერნიზაციას, ტექნიკური სიახლეების დანერგვის გზით მიმართულია ვაგონების საიმედოობის, დინამიური მაჩვენებლებისა და კომფორტულობის ასამაღლებლად.

  • ვაგონების კაპიტალური შეკეთება ჩატარდება ,,მეტროპოლიტენის ვაგონების რემონტის სახელმძღვანელოს’’ (ЦМетро-4592) მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ვაგონის საექსპლუატაციო მახასიათებლების აღდგენა და შემადგენელი აგრეგატების, კვანძების, დეტალების გამართული მუშაობა დადგენილი ტექნიკური რესურსის განმავლობაში.
  • ვაგონების თვალწყვილების შეკეთება შესრულდება ,,მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლების თვალწყვილების დათვალიერების, შემოწმების, შეკეთებისა და ფორმირების  ინსტრუქციის’’ (Санкт-Петербург, 1999 г.) შესაბამისად.
  • ვაგონის ურიკის ჩარჩოები შეიცვლება ახალი, სადავეებიანი ტიპის ურიკის ჩარჩოებით;
  • თვალწყვილების რედუქტორების ჩამოკიდების კვანძები – საყურე, ჭანჭიკი და ლილვები შეიცვლება ახლით;
  • კარდანული ქუროს ჭიქის გარდა ახლით შეიცვლება კარდანული ქუროს ყველა კვანძი;
  • ჩამშლელი სარქველი  ბრჯენთან  (კრონშტეინთან)  ერთად შეიცვლება ახლით;
  • კარების ჰაერგამანაწილებელი შეიცვლება ახლით;
  • სიჩქარის ავტომატური რეგულირების მიმღები კოჭები და მათი ბრჯენები (კრონშტეინები)   შეიცვლება ახლით;
  • სამატარებლო საყვირი შეიცვლება ახლით;
  • ლექტროსაზომი ხელსაწყოები შეიცვლება ახლით;
  • მანომეტრები შეიცვლება ახლით;
  • კაბინის იძულებითი ვენტილაციის წრედში ფილტრები შეიცვლება ახლით;
  • დენმიმღების ძელის ბრჯენები (კრონშტეინები) შეიცვლება ახლით;

სათაო ვაგონები - 81-717, 81-717.5

  1. მართვის კაბინის ძველი დიზაინი შეიცვლება ახლი, თანამედროვე დიზაინით. შუბლა ნაწილი დამზადდება პლასტმასის ელემენტებით გაწყობილი ფოლადის კონსტრუქციისა და ერთიანი სამზერი მინისაგან, რომელიც უზრუნველყოფს ხედვის ფართო არეალს;
  2. კაბინის შუბლა ნაწილი აღიჭურვება ზემოთ განთავსებული ქართული წარმოების ელექტრონული ტაბლოთი, უკანა ხედვის სარკეებით, პროჟექტორული განათების ოთხი ფარით და წითელი გაბარიტული ფარებით. წითელი გაბარიტული ფარები განთავსდება ზედა ელექტრონულ ტაბლოსთან, მათი მართვა განხორციელდება მემანქანისგან დამოუკიდებლად და მემანქანისათვის უზრუნველყოფილი იქნება კაბინიდან მათი კონტროლი;
  3. უკანა ხედვის სარკის ზედაპირი იქნება ბრტყელი (არა ამობურცული);
  4. კაბინის სამზერი მინა აღიჭურვება მინის მწმენდი მოწყობილობით და მზისაგან დამცავით. სამზერ მინაზე წყლის მიწოდება განხორციელდება მინის მწმენდისგან დამოუკიდებელი სისტემით, რომელშიც განცალკევებით იქნება დამონტაჟებული წყლის მინი ტუმბო და რეზერუარი.
  5. კაბინის ჭერი, იატაკი, კედლები და კარები აღიჭურვება ძნელად აალებადი და ხმაურ ჩამხშობი, თანამედროვე საიზოლაციო მასალით;
  6. კაბინაში დამონტაჟდება ვიბროდამცავი მოწყობილობით აღჭურვილი მემანქანის ახალი რბილი და მოხერხებული  სავარძელი;
  7. კაბინაში დამონტაჟდება მართვის ახალი პულტი „ПМ-07“, რომელზეც განლაგებული მემანქანის ონკანი, კონტროლერი და საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოები, პულტის დახრილობასთან ერთად, უზრუნველყოფენ  მართვისა და კონტროლის მოხერხებულობას;
  8. მართვის პულტის კარკასი დაიფარება ეპოქსიდური ფისის საფუძველზე დამზადებული პიგმენტირებული ფხვნილოვანი საღებავით, რაც უზრუნველყოფს შეღებილი ზედაპირის მაღალ მედეგობას;
  9. საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოები (მანომეტრები, ამპერმეტრები, ვოლტმეტრები) განთავსდება მართვის პულტის ერთიან ბლოკში;
  10. მართვის პულტის კარკასში მემანქანის კონტროლერის ,,КВ-70’’-ის ნაცვლად დამონტაჟდება მემანქანის მცირეგაბარიტიანი უკონტაქტო კონტროლერი БКМ-ით;
  11. მართვის პულტის კარკასზე დადგება პროჟექტორული განათების ჩამრთველი ახლო და შორი განათების შესაძლებლობით;
  12. მართვის პულტი აღიჭურვება მუხრუჭის მდგომარეობის საკონტროლო ნათურით;
  13. მართვის პულტის მარცხენა მხარეს დამონტაჟდება დამცავი სახურავით და დალუქვის შესაძლებლობით აღჭურვილი სარეზერვო მართვის კონტროლერი, რომელიც იმართება   რევერსორის სახელურით;
  14. შესაძლებელი იქნება გამათბობელი ღუმელის კაბინიდან არაპირდაპირი მართვა, ხოლო მისი ჩართული მდგომარეობის საკონტროლო ნათურა დამონტაჟდება მართვის პულტზე;
  15. პროჟექტორული განათების ფარების, ელექტრონული ტაბლოს, სამარშრუტო მაჩვენებლის, მინისმწმენდისა და წითელი გაბარიტული ფარების კვების ბლოკები განთავსდება კაბინის ნაკვეთურში;
  16. კაბინაში, სამზერი მინის ქვედა, მარცხენა მხარეს, დამონტაჟდება ავტონომიური ჩართვა-გამორთვის შესაძლებლობის მქონე ციფრული სამარშრუტო მაჩვენებელი;
  17. კაბინაში დამონტაჟდება სააკუმულატორო  ბატარეების  სამკონტაქტიანი  ჩამრთველი;
  18. კაბინაში დამონტაჟდება სააკუმულატორე ბატარეების დამმუხტავი დენის საკონტროლო ამპერმეტრი;
  19. ვაგონის ელექტრული სქემა უზრუნველყოფს სათავო ვაგონიდან მოტორ-კომრესორების სარეზერვო მართვას ყველა ვაგონზე;
  20. ვაგონი აღიჭურვება ახალი ციფრული სიჩქარმზომით;
  21. მართვის ავტომატები კაბინაში დამონტაჟდება მემანქანისაგან უკანა კედელზე ერთ სიბრტყეში და ფუნქციონალურად განლაგდება მოდერნიზაციის ტექნიკური დავალების დანართი №1-ის შესაბამისად;
  22. მართვის ავტომატების უკანა კედელს ნაკვეთურის მხრიდან ექნება მოხსნადი ხუფი;
  23. კაბინის მხარეს დაგრძელდება ავტოგადასაბმელი იმგვარად, რომ დაგრძელება უზრუნველყოფს სათავო ვაგონების ერთმანეთთან გადაბმას და უპრობლემო ექსპლუატაციას მეტროპოლიტენის ლიანდაგებში მოძრაობისას, მათ შორის მაქსიმალური სიმრუდის უბნების გავლის დროსაც;
  24. ვაგონის კაბინის შუბლა ნაწილის მთელს პერიმეტრზე დამონტაჟდება იმგვარი საფეხური და სახელური, რომლებიც უზრუნველყოფენ კაბინის კარებიდან მოპირდაპირე მხარეს უსაფრთხო გადასვლის შესაძლებლობას;
  25. სალონში ნაკვეთურების კარების გაღება შესაძლებელი იქნება კარების ჩამოკიდების ლუკების გაუღებლად;

შუალედური ვაგონები – 81-714, 81-714.5

  1. ვაგონის ბოლო მარცხენა სავარძლის ქვეშ დამონტაჟდება  მართვის რეზისტორებისა და დიოდების პანელი ახალი რეზისტორებითა და დიოდებით;
  1. ნაკვეთურებში დამონტაჟდება სათავო ვაგონის ანალოგიური სააკუმულატორე ბატარეის ჩამრთველი. ნაკვეთურის კარები  დამზადდება დარტყმამედეგი მასალის გამოყენებით;
  1. საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების საფარი დამზადდება გამჭვირვალე ორგანული მინისაგან. ხელსაწყოები განთავსდება მინასთან ახლოს, რათა შესაძლებელი იყოს მონაცემთა კონტროლი ნაკვეთურის ხუფის გაღების გარეშე;

სათაო და შუალედური ვაგონები

  1. ვაგონების წევის კვანძი აღიჭურვება  ძალური იმპულსური რეგულირებისა და მართვის ელექტრონული სისტემით:
  1. რეოსტატული კონტროლერის ნაცვლად ვაგონზე დამონტაჟდება ძაბვის ძალური რეგულატორი РНТ;
  1. მდგომარეობის კონტაქტორული გადამრთველის ნაცვლად ვაგონზე დამონტაჟდება წევის ძრავების მდგომარეობის ელექტრონული გადამრთველი ЭПП;
  1. სვლისა და მუხრუჭის რეჟიმში სამუშაოდ, ტირისტორული რეგულატორის ნაცვლად, ვაგონზე დამონტაჟდება წევის ძრავების აგზნების ველის რეგულატორი РПТ;
  1. ტირისტორული რეგულატორის მართვის ბლოკის და მართვის რელეურ-კონტაქტორული აპარატურის ნაცვლად ვაგონზე დამონტაჟდება ძალური ელექტრონული მოწყობილობების მართვის ბლოკი БУТП;
  1. ვაგონზე დამონტაჟდება კონტაქტორების მოდერნიზირებული ყუთი БКУ, რომელიც განთავსდება  მემანქანის კაბინის უკანა ნაკვეთურში;
  1. ვაგონზე დამონტაჟდება რელეების მოდერნიზირებული ყუთი, ახალი, მცირეგაბარიტიანი რელეებით;
  1. ვაგონზე დამატებით დამონტაჟდება ძალური I და III ძრავების წრედის ამპერმეტრი და ორივე ამპერმეტრი განთავსდება  გვერდი-გვერდ;
  1. ვაგონზე დამონტაჟდება მოდერნიზირებული გამშვები წინაღობების ყუთი და ინდუქტიური შუნტი;
  1. საკუთარი მოხმარების კვების ბლოკის ნაცვლად ვაგონზე დამონტაჟდება დამატებითი კვების წყარო ДИП-01К, რომელიც უზრუნველყოფს სააკუმულატორე ბატარეების დამუხტვას და ვაგონის მართვის წრედის კვებას;
  1. ვაგონის დამატებითი კვების წყაროს ДИП-01К გამორთვის ან დაზიანების შემთხვევაში ვაგონის ბორტზე აინთება  შესაბამისი სასიგნალო ნათურა;
  1. ტუტე აკუმულატორების ნაცვლად ვაგონზე დამონტაჟდება  ახალი, არამომსახურებადი ტიპის სააკუმულატორე ბატარეა;
  1. არსებული დგუშიანი კომპრესორის ნაცვლად ვაგონზე დამონტაჟდება ხრახნული ტიპის მოტორ-კომპრესორი ცვლადი დენის ასინქრონული ამძრავით და რეგულირებადი ელექტრონული გარდამქმნელით (ინვერტორი);
  1. ვაგონზე დამონტაჟდება ახალი ტიპის ძალური წრედის დამცავი სწრაფმოქმედი ელექტრონული  ამომრთველი URJ6-31;
  1. ვაგონზე დამონტაჟდება სიჩქარის ავტომატური რეგულირების ახალი, მოდერნიზირებული აპარატურა დუბლირებით, ბლოკში შემავალი ყველა სიგნალის რეალურ დროში ჩაწერის და შენახვის ფუნქციით (საბორტო რეგისტრატორი БАРС-М);
  1. წევის ძრავებს ჩაუტარდება აუცილებელი სამუშაოები მოდერნიზაციის ტექნიკური დავალების დანართი №3-ის შესაბამისად;
  1. საჭიროების შემთხვევაში, წევის ძრავებს, დეფექტური აქტის საფუძველზე,  ჩაუტარდება  მოდერნიზაციის ტექნიკური დავალების დანართი №4-ში მითითებული დამატებითი სამუშაოები;
  1. ვაგონის სალონის მოდერნიზაცია შესრულდება თანამედროვე სტანდარტის, მაღალი ხარისხის, ძნელადწვადი და მხურვალმედეგი მასალებით:
  1. სალონის კედლები დაიფარება ძნელადწვადი, ნათელი ფერის მასალით (მინაპლასტიკით);
  1. სალონის ჭერი შეიმოსება  ძნელადწვადი, ნათელი ფერის მასალით;
  1. სალონში იატაკის საფარი შეიცვლება მაღალი ხარისხის ძნელადწვადი ლინოლეუმით;
  1. სალონში დამონტაჟდება ახალი, ცეცხლგამძლე, დაზიანებამედეგი დასაჯდომი სავარძლები.
  1. სალონის ჭერზე დამონტაჟდება ჩაშენებული გამშვებ-მარეგულირებელი ელექტრონული მოწყობილობით აღჭურვილი შუქდიოდებიანი თანამედროვე ტიპისა და დიზაინის სანათები. სალონის სანათები დამზადებული იქნება  არამსხვრევადი, თბომედეგი და სინათლის გამტარი მასალისაგან, რომელიც არ იცვლის ფერს და შეინარჩუნებს პლასტიკურობას ექსპლუატაციის პროცესში;
  1. სალონში დამონტაჟდება გასაწევი, ორსაგდულიანი კარების ჩამოკიდების ახალი მექანიზმი და კარების  პნევმოცილინდრები საგდულების კიდურა მდგომარეობის დემპფირებით;
  1. შესაღები ზედაპირები დამუშავდება თანამედროვე, მაღალი ხარისხის გრუნტითა და საფითხნით;
  1. ვაგონის ძარა, ლითონის კვანძები და დეტალები შეიღებება მაღალი ხარისხის საღებავით. საღებავის დამცავი საფარი  ხარისხის გაუარესების გარეშე  უზრუნველყოფს საექსპლუატაციო მდგრადობას  არა ნაკლებ ოთხი წლის განმავლობაში;
  1. ახალი აპარატურის და კვანძების (დამატებითი კვების წყარო, მოტორ-კომპრესორი, ურიკა , „ს.ა.რ“-ის ბლოკი და ა.შ) ქარხნული პასპორტები შემსყიდველისთვის  მიწოდებული იქნება  ვაგონის ჩაბარებასთან ერთად.
  1. ვაგონებში მონთაჟდება, როგორც სალონში აგრეთვე გარე პერიმეტრზე თანამედროვე ტიპის სათვალთვალო ვიდეო კამერები, რომელიც კონტროლდება მემანქანის სალონში დამონტაჟებული ვიდეო მონიტორებით და მეხსიერების პროცესორით, აგრეთვე ვაგონის სალონებში მონტაჟდება ვიდეო მონიტორები ანტი ვანდალური ყუთებით (4 ერთეული თითოეულ ვაგონში).