მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესწავლასა და მათ დანერგვას, რამაც შესაძლებელი გახადა  პროდუქციის ხარისხის გაზრდა  და სასაქონლო სახის სრულყოფა. პირველივე მოდერნიზებულ შემადგენლობაზე დამონტაჟდება ახლი დიზაინის მემანქანის მართვის პულტი, სამგზავრო ვაგონები აღიჭურვება ულტრა თანამედროვე ინტერიერით, დიოდური განათებით, ვიდეო მონიტორებით და სათვალთვალო კამერებით.

საწარმოო პროცესების სრულყოფის პარალელურად ახალი მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს ქარხნის სამომავლო პესრპექტივების განსაზღვრასა და საფუძვლების მომზადებაზე.

თბილისის, ბაქოს და ერევნის მეტროპოლიტენების სავაგონო პარკი თითქმის ამორტიზირებულია და არსებული შემადგენლობიდან მხოლოდ მცირე ნაწილიღა ექვემდებარება მომავალ წლებში კაპიტალურ რემონტს და მითუმეტეს მოდერნიზაციას.  თავის მხრივ ამიერკავკასიის მეტროპოლიტენების დღის წესრიგში დგება სავაგონო პარკის განახლების საკითხი, რომელიც ჯამში შეადგენს 445 ერთეულს, ჩაანაცვლონ ახალი  თანამედროვე ტიპის ვაგონებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია ჩვენს მიერ ათვისებული იქნას, რეგიონში შექმნილი  პერსპექტიული ბაზარი.

მენეჯმენტის საქმიანობის დღის წესრიგში უკვე აქტიურად დადგა და განიხილება ამ მიზნით საწარმოს შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველყოფის  საკითხი.

ამ მიზნით, რუსეთისა და უკრაინის წამყვან სპეციალიტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს ბაზაზე,  თანამედროვე ტიპის ახალი ვაგონების მშენებლობის უზრუნველყოფის პროექტის მომზადებაზე.

ასევე, ავღნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად განიხილება საწარმოს ბაზაზე „ბოგდანის“ ავტობუსების კაპიტალური რემონტის ჩატარებისა და განახლების შესაძლებლობები.

ზემოჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელება საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ რეგიონში  ლიდერის პოზიცია,   ელექტროვაგომშენებლობაში,  მნიშვნელოვნად გავზარდოთ, როგორც წარმოების მოცულობა, ასევე საბიუჯეტო შენატანები და შევქმნათ მინიმუმ 200 ახალი სამუშაო ადგილი.