სააქციო საზოგადოება ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა თბილისის ფილიალი შეიქმნა 1996 წელს (დღეისათვის მუშა-მოსამსახურე რაოდენობა შეადგენს 130 კაცს). საზოგადოების დამფუძნებლები არიან თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია (წილი 50%) და მოსკოვის ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა (წილი 50%).

სააქციო საზოგადოება აწარმოებს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას თბილისის, ბაქოს და ერევნის მეტროპოლიტენებისათვის. დაარსებიდან ქარხანაში გარემონტდა და მოდერნიზაცია  ჩაუტარდა მეტროს ვაგონებს  81–717; 81–714; ემა და ეჟ–3 ტიპის 316 მეტროს ვაგონს, მათ შორის:  14 ვაგონი – კრ–1; 109 ვაგონი – კრ–2; 193 ვაგონი – კრ–2 მოდერნიზაციით.

გარდა ვაგონებისა ქარხანაში აგრეთვე კაპიტალურად შეკეთებული იქნა 4 ცალი “აგმ“, 117 ცალი დკ–117 ტიპის  წევის ძრავი, აწყობილი იქნა მეტროს ვაგონების 60 ცალი ახალი ურიკა, შედუღებული იქნა 14 ცალი ვაგონის ურიკის ჩარჩოს არატრადიციული ბზარი (მოპოვებულია საავტორო უფლება) და ქ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 150 „ბოგდანი“–ს ტიპის ავტობუსზე დამუშავებული იქნა უკანა ხიდის ჩამოკიდების კონსტრუქცია.

2005 წლიდან ქარხანაში მიმდინარეობს   მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტი მოდერნიზაციით, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრებისათვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებას, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას და სალოკომოტივო ბრიგადების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

2010 წლიდან ქარხანა გადის საერთაშორისო ასპარეზზე:ერევნის მეტროპოლიტენისათვის აწყობილი იქნა 60 ცალი მეტროს ვაგონის ახალი ურიკა და 18 ცალ 81–717 ტიპის სათაო ვაგონს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი მოდერნიზაციით;ბაქოს მეტროპოლიტენის 12 ცალ 81–717 ტიპის სათაო ვაგონს და 18 ცალ 81–714 ტიპის შუა ვაგონ ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი მოდერნიზაციით.

პატენტები